





































ახალგაღვიძებულმა მზემ თვალები მოიფშვნიტა და ჯერ კიდევ მძინარე დედამიწას გადმოხედა. ოქროსფერი სხივები ჩამოიშალა და უხვად დააფრქვია არემარეს. აფუსფუსდნენ ფუტკრები, ჭიანჭველები, ხოჭოები, ჭრიჭინები, კალიები... დიდპატარიანად გამოეფინნენ და მოედვნენ მინდორს
პატარა მწვანე კალიამაც მოიფშვნიტა თვალები და მრავალძარღვას ფოთლებზე შერჩენილი ნამის წვეთებით პირი მოიბანა




























2.– მაპატიე, სულაც არ მინდოდა შენი შეშინება. სიმართლე გითხრა, ვერც კი შეგამჩნიე, ისე უცნაურად გამოიყურები, – ბოდიში
1.ფრთხილად, არ გადამაგდო!

მერე ბაიას ფოთლებზე ისკუპა











მუხლუხმა წყენით გახედა მას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, ისევ ფოთლის კვნეტა განაგრძო.
4.– არც შენ გეწყინოს. მართლა ძალიან შევშინდი. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც ამ ქვეყანას მოვევლინე.
3.– რა უცნაური ვინმეა!













კალია და მუხლუხი დამეგობრდნენ. ყველას უკვირდა მათი მეგობრობა. კალია ცელქი და მოუსვენარი იყო, მუხლუხი კი – საოცრად ზანტი. გამუდმებით კვნეტდა ფოთოლს, ზლაზვნით გადაცოცდებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე, ლაპარაკიც კი ეზარებოდა, მეგობართან თამაშზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რამდენიმე დღეში ისე გასუქდა, ფოთოლი იზნიქებოდა მისი სიმძიმისგან. კალიას ებრალებოდა მეგობარი, რომელიც სამყაროს სილამაზეს ვერც კი ამჩნევდა. მთელი დღე დაფუსფუსებდა, აქეთ-იქით დახტოდა, საღამოს კი, სანამ მზე თავის ოქროსფერ სხივებს აკრეფდა, ტყისა და მინდვრის ამბებს უამბობდა. მუხლუხიც გაფაციცებით უსმენდა და ოცნებობდა იმ დროზე, როცა თავადაც შეძლებდა ამ მოქარგულ მინდორში ნავარდს.










ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღესაც მუხლუხი არ გაუჩინარდა. დადარდიანდა კალია, ვერ პატიობდა მეგობარს მიტოვებას.


5- არც კი გამომშვიდობებია, ამოიხვნეშა კალიამ.


6 - ასე ხდება , არ იციან მეგობრობის
დაფასება-შეეხმიანა კალიას ობობა.












7.-არადა სულაც არაა ასე! ნახავ, დაბრუნდება და თითონ მოგიყვება ლამაზ ამბებს - ჩაერთო საუბარში იქვე გუბურაში მყოფი თავკომბალა. ეს შენ არ იცვლები ძმობილო და ადვილად ლაპარაკობ .აი, ჩვენ კი...... ეჰ, თუ გაინტერესებს მოგიყვები, მაგრამ არა , ცოტაც მოიცადე და ყველაფერს თვითონ ნახავ.


8.მმმმმ....?


















კალია რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა და ათვალიერებდა იმ ადგილს სადაც მეგობრები ერთმანეთს ხვდებოდნენ,თუმცა მუხლუხოს საყვარელ ტოტზე მხოლოდ ჩამოკიდებულ უცნაურ ჭუპრს ხედავდა. დაღონებულ კალიას კი დროდადრო ბაყაყი ამხნევებდა


9- კალია, ცოტაც და მეგობარს კვლავ შევხდები..














მუხლუხოს გაუჩინერებიდან რამდენიმე კვირაში კალიას შემოესმა ხმა:

10- მეგობარო! მეგობარო!
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!