წიგნი შექმნილია პროექტ ,,თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის საგანმანათლებლო პლატფორმაზე" ფარგლებში.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ირმა ღანიაშვილს და ეკატერინე კილაბერიას გაწეული მხარდაჭერისთვის.

გათენდა უჩვეულოდ მზიანი დღე. ნაშუადღევს საშინლად დაცხა. დედა კურდღელმა დაუძახა პატარა ბაჭიას და წყაროდან წყლის მოტანა სთხოვა. გაიქცა ბაჭია - ცქვიტო წყაროზე და რას ხედავს, ტყეში სამარისებური სიჩუმეა. ხეებს მწვანე ფოთლები დასცვენია. ტოტები საშინლად დაგრეხიათ. ნიადაგი ისეა დამსკდარი, რომ ფეხი ჩაუვარდა ცქვიტოს. როგორც იქნა, მივიდა წყაროსთან, მაგრამ დამშრალი დაუხვდა. გაიხედა და ხედავს შვლის ნუკრი და პატარა დათუნიაც იქვე ჩამომსხდარან. შეხედა მათ დაღონებულ სახეებს და ჰკითხა მიზეზი.
შვლის ნუკრმა და პატარა დათუნიამ, რომლებიც უჟანგბადობისგან ძლივს სუნთქავდნენ, შეწუხებულებმა მიუგეს:
- შეხედე, რა დღეშია ჩვენი ბუნება, ჰაერში იგრძნობოდა მშრალი, უსიამოვნო სუნი. ტოტები, რომლებიც ადრე ძლიერი და მოქნილი იყო, ახლა მყიფე და მტვრევადი გახდა.მდინარე შრება და ხეები ხმობას იწყებს, ფოთლები გაყვითლდა, ჯერ ხომ ფოთლების გაცვენის სეზონი არ არის ?! ყოველ დღე სულ უფრო მეტი ხე კარგავს სიცოცხლეს.
ტყე, რომელიც ოდესღაც მწვანე და ცოცხალი იყო, ნელ-ნელა უფერულ და უსიცოცხლო ადგილად იქცევა. ჩვენ კიდევ ძლივს ვსუნთქავთ და ტყის სხვა ბინადრებიც აღარ ჩანან.
ცქვიტო, შვლის ნუკრი და დათუნია დაბრუნდნენ ტყეში, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულიყო. წყაროს დაშრობის შემდეგ ცხოველები და ფრინველები თანდათან იწყებდნენ უწყლოობის გამო ტყის დატოვებას.
ისინი შეხვდნენ მელია კუდაგრძელიას, რომელიც თავის ბარგს აგროვებდა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ცქვიტომ.
მელამ მწუხარედ უპასუხა:
-აქ დარჩენა აღარ შემიძლია. წყალი აღარ არის, საკვები ცოტაა. ვაპირებ, წავიდე მდინარისპირა ტყეში, სადაც ჯერ კიდევ არის წყალი.
ცოტა ხანში მათ დაინახეს ჩიტების გუნდი, რომელიც ცაში მიფრინავდა. - ნახვამდის, მეგობრებო! ჩვენ სამხრეთისკენ მივფრინავთ, სადაც ტბები და მდინარეები ჯერ კიდევ სავსეა წყლით.-ჩამოსძახეს ფრინველებმა.
ტყე თანდათან ცარიელდებოდა. ირმების ჯოგი, მგლების ხროვა, ციყვების ოჯახი - ყველა ემზადებოდა წასასვლელად.
ჩიტები გუნდ-გუნდად ტოვებდნენ ტყეს. მათი სევდიანი გალობა გამოსამშვიდობებელ სიმღერას ჰგავდა. ცხოველების თვალებში შიში და იმედგაცრუება ჩანდა.
ბრძენმა ბუმ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ტყის ბინადრებს მიმართა:
-მეგობრებო, ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი სახლი ასე უბრალოდ დავკარგოთ. უნდა გავარკვიოთ, რა იწვევს ამ საშინელ გვალვას.
კურდღელმა სასოწარკვეთილმა წამოიძახა:
-მოდით,ავყვეთ მდინარის კალაპოტს, იქნებ ვიპოვოთ მიზეზი, რატომ შემცირდა წყლის დინება.
ცხოველებმა ერთმანეთს გადახედეს და ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ბუმ ფრთები გაშალა და განაცხადა:
- სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ არის.
პრობლემის გასარკვევად მიმავალი მეგობრები პატარა მთის მდინარეს მიუახლოვდნენ. წყალი დამშრალიყო და ერთ დროს ენერგიული და დიდი მდინარე მღვრიე ნაკადულს დამსგავსებოდა. თევზების უმეტესობა დახოცილიყო. მხოლოდ რამოდენიმე თევზი დაცურავდა მღვრიე წყალში. ზოგიერთი თევზი სწრაფად ცურავს სხვადასხვა მიმართულებით, თითქოს გასაქცევ გზას ეძებს. იწყებენ უფრო სწრაფად ლაყუჩების მოძრაობას, რადგან სუნთქვა ძალიან უჭირთ. ზოგი თევზი ზედაპირზე ამოცურდება, რათა სუფთა წყალი მოიძიოს. ერთმანეთს უახლოვდებიან და "საუბრობენ" ბუშტუკებით ან სხეულის მოძრაობებით. გემოთი შეიგრძნობენ წყლის ცვლილებას, ეცდებიან იპოვონ წყლის შედარებით სუფთა უბნები,გამოსცემენ განსაკუთრებულ ხმებს, რათა გააფრთხილონ სხვა წყლის ბინადრები. იკრიბებიან გუნდებად უსაფრთხოებისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილების მისაღებად.თევზებმა ტავიანთი გასაჭირი უამბეს მეგობრებს, რომ ეს უბედურება სულ რამდნიმე დღეა, რაც თავს დაატყდათ.
ცხოველებმა გადაწყვიტეს, რომ მდინარის სათავისკენ წასულიყვნენ. იქ შეიძლება ადამიანების ბანაკი ყოფილიყო, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი პრობლემის შესახებ ეცნობებინათ.
ბუ წინ გაუძღვა ჯგუფს, მისი მახვილი თვალები გზას ათვალიერებდა. კურდღელი, მელა და შვლის ნუკრი მას მიჰყვებოდნენ, ხოლო ზღარბი ბოლოში მოდიოდა, ფრთხილად და ფეხაკრეფით.
გზა რთული იყო. მათ უნდა აევლოთ ციცაბო კლდეები და გაევლოთ ხშირ ბუჩქნარში. მაგრამ ყველას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მიეღწიათ მიზნამდე.
მეორე დღეს, მათ შორიდან შეამჩნიეს კვამლი.
-იქ უნდა იყოს ადამიანების ბანაკი - თქვა ბუმ.
ცხოველები შეჩერდნენ და ერთმანეთს გადახედეს. ახლა მათ სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ და ისე მიახლოვებოდნენ მათ.
-მე წავალ, სწრაფი ვარ და შემიძლია გავიქცე, თუ საფრთხე იქნება - თქვა უცებ კურდღელმა.
- არა, ჩემი წასვლა ჯობია, ჭკვიანი ვარ და შემიძლია თავგზა ავუბნიო, თუ საჭირო გახდება. - თქვა მელიამ
ბუმ თავი გააქნია:
-არა, მეგობრებო, ყველა ერთად უნდა წავიდეთ. ტყე ჩვენი სახლია. ერთად ვიზრუნოთ მის გადასარჩენად. ძალაც ხომ ერთობაშია?!
ყველა დაეთანხმა ბუს. მათ ნელა და ფრთხილად დაიწყეს მიახლოება ბანაკთან.მალე მათ დაინახეს კარვები და ადამიანები,რომლებიც საქმიანად ფუსფუსებდნენ. კოცონი დაენთოთ და ირმის მწვადს წვავდნენ. იქვე ეყარა პლასტმასის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნივთების ნარჩენები.
ერთ-ერთმა ადამიანმა შეამჩნია ცხოველები და წამოიყვირა:
-შეხედეთ!შვლის ნუკრი,დათვი,კურდღელი,ბუ,მელია, ზღარბი ერთად მოდიან! რა ხდება, ნეტავ?
ყველა ადამიანი მათკენ შემობრუნდა. ცხოველებმა შიშით უკან დაიხიეს, მაგრამ ბუმ წინ გადადგა ნაბიჯი და თქვა:
-ჩვენ მოვედით, რომ გელაპარაკოთ. გთხოვთ, მოგვისმინოთ."
ადამიანები გაოცდნენ. მათ არასდროს სმენოდათ, რომ ცხოველებს ლაპარაკი შეეძლოთ. ერთმანეთს გადახედეს, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ.
ადამიანებმა მოუსმინეს ტყის ბინადრებს და აღუთქვეს რომ დაეხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში ტექნიკის და ყველანაირი რესურსის საშუალებით. ადამიანებმა მოასუფთავეს დაბინძურებული გარემო და გაემართნენ ქალაქისკენ, რათა სხვებისთვისაც შეეტყობინებინათ არსებული პრობლემის შესახებ.
კმაყოფილი კურდღელი ცქვიტო, შვლის ნუკრი და დათუნია გზას გაუდგნენ მდინარის სათავისკენ. მალე მათ შეხვდათ ბრძენი ანაკონდა, რომელმაც უთხრა: - ეძებეთ ადგილი, სადაც მზის სხივები წყალს ეხება და ცისარტყელას ქმნის.
ცოტა ხნის შემდეგ, მათ ჩაუარეს მოხუც არწივს. მან ურჩია:
-ყური დაუგდეთ ქარის ჩურჩულს - ის გზას გიჩვენებთ.
ტყის შუაგულში მათ შეხვდათ გიგანტური ხე, რომლის ტოტებზეც კოდალა იჯდა და მიანიშნა:
-დააკვირდით ხეების ფესვებს - ისინი წყლის საიდუმლოს ინახავენ.
მდინარის პირას კი პატარა თევზმა ამოყო თავი და ჩასჩურჩულა:
-იქ, სადაც წყალი ყველაზე ცივია და კამკამა, სათავეს იპოვით.
ამ მინიშნებებით აღჭურვილნი, სამი მეგობარი განაგრძობდა თავის მოგზაურობას, იმედით სავსენი, რომ მალე აღმოაჩენდნენ მდინარის სათავეს და გადაარჩენდნენ ტყეს.
გზა რთული და სახიფათო იყო, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი იმედი იყო ტყის გადასარჩენად.
პირველი დაბრკოლება მალევე შეხვდათ - უზარმაზარი, ციცაბო კლდე, რომელიც მდინარის კალაპოტს კვეთდა. კლდე ისეთი მაღალი იყო, რომ მისი მწვერვალი ღრუბლებში იკარგებოდა.
-როგორ უნდა ავიდეთ ამ კლდეზე? - იკითხა შეშინებულმა დათუნიამ.
ბუმ ფრთები გაშალა და თქვა:
-მე შემიძლია, ავფრინდე და გზა დავზვერო, მაგრამ თქვენ როგორ მოახერხებთ ასვლას?
ცქვიტომ კლდის ძირში პატარა ბილიკი შენიშნა. -შეხედეთ! იქ ბილიკია. ალბათ, ოდესღაც ცხოველები ამ გზით ადიოდნენ მთაზე.
მეგობრები ფრთხილად დაადგნენ ვიწრო ბილიკს. გზა საშინლად ციცაბო და სახიფათო იყო. ზოგჯერ ქვები ცვიოდა და მათ უნდა გადახტომოდნენ, რომ არ ჩამოვარდნილიყვნენ. ბუ ზემოდან უთვალთვალებდა და აფრთხილებდა საფრთხის შემთხვევაში.
როგორც იქნა, მიაღწიეს კლდის მწვერვალს, მაგრამ აქ მათ ახალი გამოწვევა ელოდათ - უღრანი ტყე, ისეთი ხშირი, რომ მზის სხივიც კი ვერ აღწევდა.
- ეს ტყე ძალიან ბნელი და საშიშია - თქვა შვლის ნუკრმა.
- ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა, მეგობრებს ვჭირდებით - არ დანებდა ცქვიტო.
ისინი ფრთხილად შევიდნენ ტყეში. ეკლიანი ბუჩქები კაწრავდა, ხოლო დაცემული ხეები გზას უღობავდა. ბუ ვეღარ ხედავდა გზას ხშირი ფოთლების გამო და იძულებული იყო, მიწაზე ევლო.
უცებ, ტყის სიღრმიდან უცნაური ხმა გაისმა. ყველა შეშინდა, მაგრამ ცქვიტომ გაამხნევა:
- ნუ გეშინიათ, ერთად ვართ და ერთმანეთს დავეხმარებით.
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიკვლევდნენ გზას ბნელ ტყეში. ზოგჯერ ჩიხში ექცეოდნენ და უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ არ ნებდებოდნენ.
მრავალი საათის შემდეგ, როდესაც უკვე ეგონათ, რომ ვერასდროს გამოაღწევდნენ ტყიდან, უცებ წინ სინათლე გამოჩნდა.
- შეხედეთ, ვფიქრობ, ტყის ბოლოს მივაღწიეთ! - წამოიძახა დათუნიამ.
მართლაც, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისინი ტყიდან გამოვიდნენ
მათ წინ გადაიშალა ვრცელი, კლდოვანი ველი, სავსე ბასრი ქვებით და ღრმა ნაპრალებით.
ცქვიტომ, რომელიც ყოველთვის წინ მიუძღოდა ჯგუფს, ფრთხილად გადადგა პირველი ნაბიჯი კლდოვან ზედაპირზე. მაგრამ უცებ, ფეხი დაუცურდა და წონასწორობა დაკარგა.
-ჩემი ფეხი, მგონი დავიზიანე, მაგრამ არ იდარდოთ, შევძლებ სიარულს - თქვა ცქვიტომ.
მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ ცქვიტოს სიმამაცით, მაგრამ ძალიან ღელავდნენ მის მდგომარეობაზე.
-კარგი,ჩვენ დაგეხმარებით. დათუნია, შენ წინ იარე და საუკეთესო გზა მოძებნე. შვლის ნუკრო, შენ ცქვიტოს გვერდით იარე, რომ საჭიროების დროს დაგეყრდნოს. მე ზემოდან გადმოგხედავთ და გაგაფრთხილებთ საფრთხის შემთხვევაში - ბუმ მეგობრებს ფუნქცია გადაუნაწილა.
გზადაგზა, მეგობრები ერთმანეთს ამხნევებდნენ და აქებდნენ ცქვიტოს გამძლეობას. მათ იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთად შეძლებდნენ ამ რთული გზის გავლას და მდინარის სათავის პოვნას.
მზე უკვე ჩასვლას აპირებდა, როდესაც ბოლოს და ბოლოს კლდოვანი ველის დასასრულს მიაღწიეს. ყველა დაღლილი იყო, განსაკუთრებით ცქვიტო, მაგრამ მათ თვალებში იმედის ნაპერწკალი ანთებულიყო.
-შეხედეთ, ცაში დრონია,ალბათ, ჩვენი მეგობარი ადამიანები გვანიშნებენ,საით უნდა წავიდეთ! წამოიძახა დათუნიამ.
ყველამ იმ მიმართულებით გაიხედა. მართლაც, შორს, მთის წვერზე, ჩამავალი მზის სხივებზე რაღაც ბრწყინავდა.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $7.59+) -
BUY THIS BOOK
(from $7.59+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!