ჩიფსების მოყვარული ბაჭიას დაუჯერებელი ამბავი



დიდი ხნის წინ ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა პატარა ბაჭია. მას ძალიან უყვარდა ჩიფსი , ამიტომ ზედმეტ სახელად ჩიფს ბანის ეძახდნენ.
ჩიფს ბანი ძალიან ცელქი და დაუჯერებელი ბაჭია იყო, სტაფილოს და კომბოსტოს სულაც არ გეახლებოდათ მშობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ამის ნაცვლად ჩიფსებს ახრამუნებდა და სულაც არ დარდობდა იმის შესახებ რომ ეს მის ჯანმრთელობას ავნებდა.





ტყე, სადაც ჩიფს ბანი ცხოვრობდა ძალიან უცნაური მოსახლეობით გამოირჩეოდა. აქ ცხოვრობდნენ: პოლიტიკოსი მელიები, ჟურნალისტი ზღარბები, კამერიანი ირმები, პოლიციელი მგლები და ა.შ.
ერთ მშვენიერ დღეს ჩიფს ბანი სასეირნოდ გაემართა თავის ხრამუნა ჩიფსთან ერთად. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველა ბუჩქს თუ ხეს ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავსო. მშობლებმა კი უთხრეს შორს არ წახვიდეო მაგრამ აბა როდის იყო მშობლებისთვის დაეგდოს ყური?!

იმ დღესაც ჩვეულებრივზე უფრო შორს წავიდა სახლიდან და ისე გაერთო რომ ვერც შეამჩნია როდის შემოეჭამა ჩიფსები. ამან კი ძალიან დაამწუხრა. უკან წასვლა ჯერ არ უნდოდა, იცოდა სახლში გაუბრაზდებოდნენ, მაგრამ არც ჩიფსის გარეშე ყოფნა სიამოვნებდა.

უეცრად რაღაც ხმაური მოესმა, მის წინ პოლიტიკოსი მელა იდგა. ჩიფს ბანი მას არ იცნობდა თუმცა მაინც მიესალმა. როცა პოლიტიკოსმა მელამ გაიგო რატომაც იყო მოწყენილი ჩიფს ბანი, სახლში მიიპატიჟა და უთრა რომ მის უზარმაზრ სახლში ერთი დიდი ოთახი მხოლოდ ჩიფსებისთვის იყო. ჩიფს ბანი სიხარულით დაეთანხმა სტუმრობაზე.


პოლიტიკოს მელას მართლაც დიდი სახლი ქონდა. იმ დროისთვის სრულიად მარტო იყო სახლში, მისი ოჯახის წევრები სამსახურში წასულიყვენ. ჩიფს ბანი აღტაცებით ათვალიერებდა სხვადასხვა ოთახებს და ვერც კი შენიშნა როგორ აღმოჩნდა ერთ პატარა ოთახში, უეცრად ხმა მოესმა ,ჩხაკ და კარი ჩაიკეტა. ჩიფს ბანი მიხვდა რომ ხაფანგში გაება.



ის ძალიან დამწუხრდა და მიხვდა რატომაც ეუბნებოდნენ მისი მშობლები რომ შორს არ წასულიყო სახლიდან მაგრამ სინანული ძალიან გვიან იყო...
უკვე შუადღე დასრულებულიყო და ჩიფს ბანი ჯერაც არ დაბრუნებულიყო სახლში. დედა კურდღელი ძალიან ნერვიულობდა და გადაწყვიტა მის მოსაძებნად წასულიყო

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!