


თბილისიდან სამხრეთით დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით ბოლნისის რაიონში მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი ტანძია.
დიდი ხნის წინათ, როდესაც ქართველებს თავიანთი მეფეები ჰყავდათ და სამშობლოს ხმლებით იცავდნენ, ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი უცნაური ბიჭი, რომელსაც ყველაფერზე მეტად წიგნის კითხვა უყვარდა.

– წიგნის ჭიავ, დაანებე თავი მაგ იწილობიწილოს, წამო, ვიხმალაოთ!
– რა დროს ხმალია, წიგნი მაქვს დასამთავრებელი!
– ერთი ამას დამიხედეთ, ხმალი თუ არ იცი, წიგნი რას გიშველის?!
– ხმალზე უფრო მჭრელი წიგნია!
ამ ბიჭს სახელიც უცნაური ერქვა. მისი წინაპრე–ბი სახელოვანი ადამიანები იყვნენ, ბევრმა მათგანმა სამშობლოსათვის გაწირა თავი. ნათქვა–მია: ,,კვიცი გვარზე ხტისო",სულხანიც ოცნებობდა გმირობაზე. მას სურდა ისეთი საქციელი ჩაედინა, რომ ქართველობა გაეხარებინა.

ის რომ დაიბადა, იმ ღამეს ქარიშხალი ამოვარ–და, ყველაფერს ზანზარი გაუდიოდა, თავლაში ცხენები ჭიხვინებდნენ, გომურში ცხვარ–ძროხა ბღაოდა, ხალხი დაზაფრული იყო.
შუაღამისას გაჩნდა. ბებიაქალმა ჩვრებში რომ გაახვია, თქვა:
– ქვეყანა შიშით კანკალებს და ეს არც კი ტირის, დიდი კაცი გამოვა, ჭკვიანი და უშიშარი.
– შენს პირს შაქარი! ჩვენს გვარს ჭკვიანი და უშიშარი კაცები არ აკლია, მაგრამ ღმერთმა ქნას, ეს ყველაზე დიდი ყოფილიყოს! – თქვა მამამ.

სულხანის მამა, ვახტანგ ორბელიანი, ქვემო ქართლის მდივანბეგი ანუ მთავარი მოსამართლე იყო. ვახტანგს წიგნი უყვარდა, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მწერლებასაც ეხმარებოდა წიგნების შექმნაში.
დედა თამარი ზაალ არაგვის ერისთავის შვილი, სათნო და განათლებული ქალბატონი ბრძანდებოდა. ზეპირად იცოდა ,,ვეფხისტყაოსნი" და ფსალმუნები, ხალხური თქმულებები და ლექსები.
ვახტანგსა და თამარს თერთმეტი შვილი ჰყავდათ. შვილების სადღეგრძელოდ მათ ეკლესია ააშენესდ

სულხანი თითისტოლა იყო, რომ უკვე წიგნებში იქექებოდა, სტრიქონებს თითს აყოლებდა და ვითომ კითხულობდა, ხმამაღლა წარმოთქვამდა დედისგან ნასწავლებ ლექსებს.
წერა–კითხვა ხუთი წლისამ ისწავლა. ჯერ მამა ასწავლიდა, შემდეგ კი მცხეთელი ბერუკა ზედგინიძე, რომელიც მისი პირველი აღმზრდელი იყო. გალობის მასწავლებლად კი გიორგი იაშვილი მიუჩინეს.

სულხანს ძალიან უყვარდა წიგნები. არც ჭამა ახსენდებოდა, არც გართობა.შეეძლო მთელი დღე მჯდარიყო და ეკითხა, სანამ დედა ან ბერუკა არ შეუძახებდა.
კარის ეკლესიის დიაკვანმა ამოიღო თვალში, ,,ჭკუის კოლოფას" ეძახდა. სულხანს ეს სწყინდა, ბრაზობდა, მაგრამ ხმას არ სცემდა, მხოლოდ გულში იმეორებდა: ,,ვინც რა უნდა თქვასო, წის–ქვილმა კი ფქვასო".
დრო კი გადიოდა... სიჭაბუკეში შესულ სულხანს უკვე შესწავლილი ჰქონდა ყველაფერი, რაც იმ დროის განათლებულ კაცს მოეთხოვებოდა.

იცოდა ფილოსოფია, ისტორია, ლიტერატურა, ბი–ბლიური წიგნები და რამდენიმე უცხო ენა. ყველას აოცებდა თავისი სწავლა–განატლებითა და სიბრძნით.
– სულხან, იმდენი რამე იცი, ლამის ზღვაში ქვიშა დათვალო და ცაზე ვარსკვლავები, აიღე კალამი და დაწერე ეს ყველაფერი, რომ ყველამ წაიკითხოს.
როგორც ყველა განათლებული ადამიანი, სულხანიც მეტად თავმდაბალი იყო და ამბობდა:
– კალმოსნობა ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ღვთის სასჯელის მეშინია!
იმ დროს საქართველო არ იყო თავისუფალი, უცხო სახელმწიფოებს ემორჩილებოდა. თვით მეფეებსაც კი უცხოელი მბრძანებლები ნიშნავდ–ნენ. ქვეყანა არეული იყო, ადამიანები ერთმანეთს არ ინდობდნენ, კარგი კაცი სანთლით საძებნელი იყო.
სწორედ ამის შესახებ დაწერა სულხანმა, ოღონ პირდაპირ კი არა, არამედ, გადატანით – ალეგორიულად. ადამიანების ნაცვლად ცხოველები გამოიყვანა მოქმედ პირებად. ამგვარად მოთხრო–ბილ ამბავს იგავ–არაკი ეწოდება.
– რაც არ მოგწონს, იმაზე პირდაპირ დაგეწერა არ სჯობდა? – ჰკითხა ბერუკამ.
– ასე სჯობია, ხალხს იგავ – არაკით ნათქვამი უფ–რო მოსწონს, –უპასუხა სულხანმა.
– კარგი, წიგნის სათაური რაღას ნიშნავს, ,,სიბრ–ძნე სიცრუისა" როგორ გავიგოთ?
– როგორ და, აბა, დააკვირდი, იგავ–არაკი ხომ არის მოგონილი ამბავი, ანუ სიცრუე, სამაგიე–როდ ამ სიცრუეში ხომ ხედავ ჭკუის სასწავლე–ბელ სიბრძნეს?
–ვხედავ! – მიუგო ბერუკამ.
– ხო და, ესეც შენი ,,სიბრძნე სიცრუისა"!

სულხანი ოცი წლისა იყო, როცა იგავ–არაკების წერა დაიწყო. ოცდარვა წლისამ კი დაამთავრა. წიგნი ,,სიბრძნე სიცრუისა" სახალისო საკითხავია, ზოგჯერ – სასაცილოც, მაგრამ ამ სასაცილო იგავ–
არაკებს თუ დააკვირდები, დაინახავ, როგორ ებრძვის ერთმანეთს ტყუილი და მართალი, სიკეთე და ბოროტება,სიყვარული და სიძულვილი...
–ეს იგავ არაკები კარგია, ჩემო სულხან, მაგრამ
ლექსიკონსაც ხომ შეგვპირდი? – ჰკითხა მეფე გიორგი XI – მ.

– ლექსიკონს დრო უნდა, გიორგი ბატონო!
– მაინც რამდენი?
– როგორ გითხრა, აი, მაგალითად, ფრანგთა ქვეყანაში ოცი წელია მუშაობენ.მაგრამ ჯერ არ დაუმთავრებიათ.
– კი, მაგრამ, რამდენი არიან?
– ორმოცდაათნი, –მიუგო სულხანმა.
– შენ რამდენი კაცი გყავს?– ჰკითხა მეფემ.
–არცერთი, მარტო ვმუშაობ,–უთხრა სულხანმა.

სულხანი ქართლის მდივანბეგი უნდა გამხდარიყო ამას კანონი მოითხოვდა, რადგან მამის გარდაცვა–ლების შემდეგ უფროსი ვაჟი იკავებდა მის თანამ–დებობას,მაგრამ ეს არ მოხერხდა და სამეფო კარ–ზე დაიწყო სამსახური. ამ დროს მეფე შეიცვალა, ირანის შაჰმა თავისი კაცი გამოგზავნა ქართლში. ახალმა მეფემ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. სულხანი იძულებული გახდა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ბერად აღკვეცილიყო.
ეს მოხდა 1698 წლის 18 მარტს. წესისამებრ სახელიც შეუცვალეს და უწოდეს ს ა ბ ა.

ამასობაში ქართლის მეფედ დასვეს მისი აღზრ–დილი ვახტანგ VI. ვახტანგმა საყვარელ ბიძასა და აღმზრდელს გვერდში ამოდგომა სთხოვა.
სულხან–საბა არც კი დაფიქრებულა, მიატოვა მონასტერი და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. ვახტანგმა გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმ–რები და დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. ამ სასი–კეთო საქმეში მას ეხმარებოდა სულხანი.
ქართლის აღორძინება არ შედიოდა ირანის ინტერესებში, ამიტომ შაჰმა ვახტანგი დააპატიმრა. დაპატიმრებამდე მეფემ სულხანი საიდუმლო დავალებით საფრანგეთში გაგზავნა.

მაინც რა დაავალა ვახტანგმა სულხან–საბას?
ის უნდა ჩასულიყო საფრანგეთის მეფესთან და სესხად ეთხოვა 300 ათასი ეკიუ, რათა ქართლის სამეფოს დაეფარა ირანის ვალი და შაჰს ვახტანგი გაეთავისუფლებინა. თუ ეს მოხდებოდა, გამოდიოდა რომ, ევროპა მხარს უჭერდა საქართველოს.
მგზავრობას საბამ ორთვეზე მეტი მოანდომა, რა–თქმაუნდა, დაიღალა, მაგრამ პარიზის მშვენიერებამ დაღლილობა დაავიწყა. მის თვალწინ გადაიშალა მოკირწყლული ქუჩები, ელეგანტურად ჩაცმული ადა–მიანები...დაათვალიერა ლუვრისა და ტიუვირის სასა–ხლეები,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და სხვები...

დადგა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV–სთან შეხვედრის დღეც. სულხან–საბა დროზე მივიდა ვერსალის სასახლეში,მაგრამ მაინც ალოდინეს.
– ვინ არის ?–იკითხა მეფემ.
– თქვენო უდიდებულესობავ, ქართველი მეფის ელჩია, სულხან–საბა ორბელიანი!–მოახსენეს. სულხან–საბა გააკვირვა მეფის გარეგნობამ და ჩაცმულობამ. თავზე პარიკი ეხურა, კულულები მხრებზე ეყარა. გრძელი და შეხსნილი ზედა ეცვა, ვიწრო შარვალი ტანზე შემოტმასნოდა, სახელოები მაქმანებით ჰქონდა დამშვენებული.

საფრანგეთის ,,მეფე–მზე" თავაზიანი მასპინძე–ლი გამოდგა. გულითადი საუბარი გაუბა სტუ–მარს.
– სიბერე შემომეპარა, ხუმრობა ხომ არ არის. სა–მოცდათექვსმეტი წლის ვარ!–თქვა ლუდოვიკომ.
– ხელმწიფეო, თქვენ ისე მშვენებით ატარებთ მაგ წლოვანებას, თქვენს ასაკში ყოფნას ყველა ისურ–ვებდა!
,,მეფე–მზეს" ძალიან მოეწონა სტუმრის მოს–წრებული პასუხი და კარისკაცს გადაულაპარაკა:
– ასეთი ჭკვიანი ადამიანი, ჯერ არ შემხვედრია!

სამშობლოში დაბრუნებულ საბას ახლობლებმა ქართლში წასვლა არ ურჩიეს,მაგრამ არ დაიშალა. იქ უარესი დახვდა:სვეტიცხოვლის ეზოში წვერით ათრიეს.
– რას ერჩოდნენ, ის ხომ თავდადებით ემსახურე–ბოდა მეფესა და სამშობლოს?!
– საქმე ის არის რომ ევროპაში ყოფნის დროს ფორმალურად კათოლიკობა მიიღო,რაც მართლმა–დიდებლობის ღალატად ჩაუთვალეს. მტრებმა ვახტანგ მეფეც გადაჰკიდეს საბას, მაგრამ კეთილგონიერებამ გაიმარჯვა და ისინი შერიგდნენ.

ვახტანგ VI –მ და სულხან–საბამ სპარსულიდან ენიდან თარგმნეს იგავ–არაკების უზარმაზარი კრებული, რომლის სახელია ,,ქილილა და დამანა".
ეს ხომ დიდი წიგნია,მაგრამ უფრო დიდია სულხან–საბას ,,ლექსიკონი ქართული", რომელშიც 50 ათასი სიტყვაა განმარტებული. ძალიან საჭირო და საინტერესო ლექსიკონია, ყველა სიტყვაა ისე ლამაზად არის ახსნი, გეგონება ლექსს კითხულო–ბო. აი, მაგალითად, შური. ..შური არს მწუხარებაი სხვის სიკეთესა ზედა".

სწორედ შური იყო მიზეზი იმისა, რომ მეფე ვახტანგი იძულებული გახდა, რომ საქართველო–დან გადახვეწილიყო.
1724 წლის 15 ივლისს ვახტანგ მეფე თავის 1200 კაციანი ამალით რაჭიდან, მამისონის უღელტეხილით გადავიდა რუსეთში. ვახტანგს თან ახლდა მოხუცი სულხან–საბა ორბელიანი.

– ვახტანგ, მშვიდობით კი მოვედით ამ უცხო ქვეყანაში,მაგრამ ასე მგონია, უკან დაბრუნება გაგვიძნელდება! –უთხრა სულხანმა მეფეს.
– რას ამბობ, ჩემო სულხან, მივალ რუსთ ხელ–მწიფესთან, ვთხოვ იარაღს,უკან გავბრუნდებით და თბილისს გავათავისუფლებთ!
სულხან–საბა გამოეყო ამალას და მოსკოვში წა–ვიდა საქმეების მოსაგვარებლად.
მაგრამ მოხუცს დიდხანს არ უცოცხლია. 1725 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძა–ლეს მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეს ძველ ტაძარში.
იგავ – არაკები

აქლემი და ვირი
ერთი აქლემი და ერთი ვირი, ძალიან ზურგგადატყავებულები, თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარა ადგილას. იმ მთაზე ისე გასუქდნენ, რომ სულ დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე.

ძმაო,
სიმღერა მინდა ვთქვა!
აქლემმა დაუშალა:
– ნუ,ძმაო! აღარ გახსოვს რა ჭირში ვიყა–ვითო? იქნებ, ახლოს კაცნი იყვნეს, გაიგო–ნონ, წაგვიყვანონ და უარესი გვიყონო!
არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. მეტად ხმამაღალი სიმღერა მოუვიდა.
თურმე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდათ. გაიგონეს ვირის ყროყინი, ძალიან გაუხარ–დათ და თქვეს:

–მივიდეთ და ვნახოთო!
მივიდნენ და ნახეს მსუქანი აქლემი და ვირი უპატრონოდ იყვნენ.
წაიყვანეს და ორივეს მძიმე ტვირთი აჰკიდეს.
გზა გაგრძელდა. ვირს ტვირთის ზიდვა გაუჭირდა და დადგა.

აიღეს მოგზაურებმა ვირი თავის ტვირთიანად, აქლემს აჰკიდეს და გზა განაგრძეს.
მიადგნენ კლდიანსა და ვიწრო გზას. ერთი უფსკრულის პირას აქლემმა უთხრა ვირს:
– ძმაო,მინდა დავროკდე და სამაია ვიცეკვოო!

ვირმა უთხრა:
– რა სასამაიო ადგილი აქ არისო?
–იმისთანა სიმღერას, ამისთანა ადგილის სამაია უნდაო! – მიაძახა აქლემმა და ვირი კლდეში გადაჩეხა.
შეგონებანი:
,,უგნური მეგობარი მტერზე უარესიაო".
,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო."
ენით დაკოდილი
ენით დაკოდილი

ერთი დათვი და ერთი კაცი დაძმობილდნენ.
კაცმა დათვი სახლში მიიწვია.

დათვი ესტუმრა. კაცი გულუხვად გაუმასპინძლდა. გამომშვიდობებისას კაცმა დათვს აკოცა და ცოლს სთხოვა, შენც აკოცეო.

ცოლს დათვის სიმყრალე პირში ეცა და თქვა:
პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო!
წავიდა გულნატკენი დათვი.

გავიდა დრო.
კაცი დათვთან სტუმრად ტყეში წავიდა, თან ცული წაიღო შეშის მოსაჭრელად.

დათვმა გულიანად უმასპინძლა, თუმცა გამომშვიდობებისას დაუჟინა:
– თავზე ცული დამკარიო!
კაცმა იუარა, მაგრამ დათვი არ მოეშვა. ბოლოს კაცმა დათვს ცული დაჰკრა და თავი გაუჩეხა.

ერთი თვის შემდეგ კაცი და დათვი ერთმანეთს შეხვდნენ. დათვს თავი გამრთელებოდა.
დათვმა უთხრა კაცს:
– ძმაო, შენი ცულით დაჭრილი თავი გამიმრთელდა, შენი ცოლის ენით დაკოდილი გული კი არაო!
შეგონებანი:
ენა ყველაფერს იტყვის,მაგრამ კაცს სინდისი უნდაო.
ენას ძვალი არა აქვს.
ენითა მუნჯი სჯობია,ავმეტყველ მოსაუბრესა.

სოფლის მაშენებელნი
ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!
ძაღლმა უთხრა:
როგორ ავაშენოთო?
მამალმა უთხრა:
შენ იყივლე, მე ვიყეფებ და სოფელიც აშენდებაო!

წავიდნენ ტყეში.ძაღლმა იყეფა და ჩაეძინა.მამალი ხეზე შეჯდა და ყივილი დაიწყო. მამლის ხმა მოესმა მელიას,მივიდა და ჰკითხა:

–მანდ რას აკეთებო?
–სოფელს ვაშენებო!– უთხრა მამალმა.
მელიამ უთხრა:
– ჩამოდი, სახლის ადგილი მომიზომეო!
მამალმა მიუგო:
– მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე და ის მოგიზომავსო!

მელიას ისე უნდოდა მამლის შეჭმა, მოტყუვდა, ძაღლთან მივიდა და უთხრა:
–ადექი, სახლის ადგილი მომიზომეო!
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $21.59+) -
BUY THIS BOOK
(from $21.59+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!